23 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1687

კვირას, 23 დეკემბერს ტომ 20 ციფრული ვალუტის კურსმა ზრდის ტენდენცია აჩვენა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასმა 4.000 დოლარის ზღვარი გადალახა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული თითქმის 4%-ით გაუმჯობესდა. კურსმა 4.000 დოლარს გადააჭარბა და 4.050 დოლარზე დაფიქსირდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კვირას დაფიქსირებული ფასი გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე პარასკევს დაფიქსირებული მონაცემები.

პარასკევს დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი 4.198 დოლარს შეადგენდა, ხოლო კვირას დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასის ნიშნული 4.085 დოლარი იყო.

რაც შეეხება რიპლის: დღის განმავლობაში ალტკოინის კურსმა 5%-ით მოიმატა. საბოლოოდ კრიპტოვალუტის ღირებულებამ 0.37 დოლარი შეადგინა.

ამ ეტაპისთვის კი რიპლის ფასის მაჩვენებელი საგრძნობლად გაუმჯობესებულია. კრიპტოვალუტის ფასი 0.43 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 23 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 134 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი