ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია fintech-ის ზონად გამოცხადდა

0
1403

ჩინეთის გუანგდონგის პროვინციაში fintech-ის ინკუბაციის ზონამ ოფიციალურად დაიწყო მუშაობა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზონაში უკვე 20-ზე მეტი კომპანიის შტაბია განთავსებული. ზონა და მისი ადმინისტრაცია კომპანიებს სთავაზობენ სხვადასხვა ბიზნესისთვის პროექტებს, რაც საერთო ჯამში ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური მიღწევების ტრანსფორმაციას და გამოყენებას.

როგორც მედია აღნიშნავს, გუანგდონგის მაღალტექნოლოგიური საფინანსო ზონა ფოკუსირებული იქნება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის Blockchain ტექნოლოგიაზეც.

როგორც ცნობილი გახდა ზონაში მალე დაიწყება საპილოტო პროექტების შემუშავება, რომელიც ძირითადად Blockchain ტექნოლოგიასთან იქნება დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ოქტომბრის თვეში ჩინეთის პროვინცია ჰაინანი ქვეყანაში პირველი ოფიციალურად ლიცენზირებული Blockchain ზონა გახდა.

ჰაინანის პროვინციის Blockchain ზონა მოიცავს ტექნიკურ ბაზასა და პროგრამული უზრუნველყოფის პარკს. ჰაინანში ასევე გათვალისწინებულია კვლევითი ინსტიტუტის არსებობაც.

ამასთანავე, ცოტა ხნის წინ დასახელდა ჩინეთის სამი დიდი ქალაქი, რომლებსაც Blockchain-ის განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები აქვთ.

ეს ქალაქებია: პეკინი, შანხაი და განგძუ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი