ავსტრალია სოფლის მეურნეობის სისტემაში ციფრულ ტექნოლოგიას ნერგავს

0
2378

ავსტრალიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სოფლის მეურნეობის მიწოდების პლატფორმამ, Entrust-მა განაცხადა, რომ ის იმუშავებს Hedera Hashgraph-ზე. ეს არის განაწილებული ლეჯერული პლატფორმა, რომელსაც წამში 10,000 ტრანზაქციის განხორციელება შეუძლია.

მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღწერილი იყო პლატფორმის თავდაპირველი მოქმედება, რომელიც ღვინისა და რძის წარმოების ინდუსტრიას თაღლითობისგან დაიცავს.

Entrust-ი არის პროგრამული უზრუნველყოფა, მომსახურების პლატფორმა, რომელიც აკონტროლებს პროდუქტების გადაადგილებას ადგილობრივი სოფლის მეურნეობის მიწოდების ქსელში.

გეოლოკაცია და სხვა ძირითადი მონაცემები უცვლელად იწერება Hedera Hashgraph–ზე და ხელმისაწვდომია ვებ–ბრაუზერის ან მობილური აპლიკაციის საშუალებით.

”ავსტრალია ყოველწლიურად აწარმოებს თითქმის 2 მილიონ ტონა ღვინოს. ვინაიდან მეღვინეები ხედავენ Wine Australia Label Integrity Program-ის სარგებელს მონაცემების მინდობილობის უზრუნველყოფის შესახებ, მნიშვნელოვანია რომ, სისტემა იყოს სწრაფი, ეფექტური, უსაფრთხო და მასშტაბური”,-აღნიშნული იყო მთავრობის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი