12 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1266

ოთხშაბათს, 12 დეკემბერს კრიპტოვალუტების ბაზარმა მცირე ზრდის ტენდენცია აჩვენა. უნდა აღინიშნოს, რომ უმნიშვნელოდ, მაგრამ თითქმის ყველა ციფრული ვალუტის კურსი გაიზარდა.

ბიტკოინის კურსი დღის განამავლობაში 3.414 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა დღის გარკვეულ მონაკვეთზე ციფრული ვალუტის ფასი გაიზარდა და 3.534 დოლარზე დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასის მაჩვენებელი 2.21%-ით გაუმჯობესდა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას რიპლის: ბიტკოინის მსგავსად რიპლის კურსიც მცირედიდ გაიზარდა. ალტკოინის ფასი უკანასკნელი 24 საათის მანძილზე 2.36%-ით გაუმჯობესდა და საბოლოოდ 0.30 დოლარზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 110.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 11 დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით ციფრული ვალუტების კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 მილიარდი დოლარით იყო გაზრდილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი