ნიგერიაში ცენტრალური ბანკის აკრძალვის ფონზე მარეგულირებელი სისტემის მიღება შეჩერდა

0
1541

ნიგერიის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ კრიპტოვალუტის რეგულირების გეგმები შეაჩერა. ეს კი გამოწვეულია ცენტრალური ბანკის მიერ ბოლოდროინდელი აკრძალვის გამო. ბანკი ფინანსურ ინსტიტუტებს კრიპტო ბირჟების მომსახურებას უკრძალავს.

აღსანიშნავია რომ, კომისიამ ციფრული ვალუტა ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში აღიარა. იმ დროს, მარეგულირებელმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებისთვის შექმნიდა მარეგულირებელ ნორმებს, რათა მომავალში ფინანსური ბაზრის რეგულაციის სისტემის შემუშავება მომხდარიყო.

2020 წლის ბოლოს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიგერიაში ბიტკოინის მიღება იზრდებოდა. ნიგერიის ცენტრალური ბანკის “თავდაცვის” პოლიტიკა უფრო მეტ ნიგერიელს კრიპტოვალუტის მიღებისკენ უბიძგებდა.

Paxful-ის მონაცემებიდან გამომდინარე ქვეყანა სავაჭრო მოცულობით მხოლოდ აშშ–ს ჩამორჩება. 2015 წლიდან, ნიგერიელებმა Paxful-ის პლატფორმაზე 60,200 ბიტკოინი ივაჭრეს. ნავაჭრის მოცულობა დაახლოებით 566 მილიონი აშშ დოლარია.

ნიგერიელებს შორის ბიტკოინის მზარდი მიმზიდველობა გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორის შერწყმით. თუმცა მთავარი ფაქტორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის არასახარბიელო მდგომარეობა იყო.

ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ნიგერია, ბიტკოინის ვაჭრობის მოცულობის მხრივ ლიდერია აფრიკის რეგიონში. ამასთანავე, ნიგერია აშკარად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტო ბაზარი იყო მსოფლიოში.

შეგახსენებთ რომ, Blockchain.com-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნიგერიაში კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი 2020 წლის აპრილიდან გაიზარდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი