24 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2301

24 ივლისს ბიტკონის კურსმა 8.000 დოლარს გადააჭარბა.

ბიტკოინის ფასმა 24 საათის განმავლობაში 3.9%-ით მოიმატა და შესაბამისად, კრიპტოვალუტის ღირებულებამ 8.009 დოლარი შეადგინა. დღის განმავლობაში დაახლოებით, საათნახევარი ბიტკოინის კურსი 7.991 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, რის შემდეგაც 8.000-ის ზღვარი გადალახა და 8.031 დოლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება ბიტკოინის ყოველკვირეული და ყოველთვიურ ზრდას, მონაცემები ასე გამოიყურება: ბიტკოინის ფასი კვირის განმავლობაში 3.8%-ით გაიზარდა, ხოლო თვის განმავლობაში 34%-ით.

ეთერიუმის ფასი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 1.2%-ით გაუმჯობესდა და შესაბამისად, ღირებულებამ 472 დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის კურსმა კვირის განმავლობაში 1% დაკარგა, თუმცა თვის მანძილზე 4.77%-ზე მეტი მოგება დაფიქსირდა.

გაუმჯობესდა ასევე ლაიტკოინისა და ბიტკოინ Cash-ის მაჩვენებლებიც. ლაიტკონის კურსმა 3.5%-ით მოიმატა და ფასმა საბოლოოდ 87 დოლარი შეაადგინა, ხოლო ბიტკოინ Cash-ის ფასი 4.5%-ით გაუმჯობესდა, რის შედეგადაც კურსი 851 დოლარამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 24 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 294 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი