ორშაბათს, 10 დეკემბერს კრიპტოვალუტის ბაზარმა ზრდის ტენდენციის აღდგენა ვერ მოახერხა. შესაბამისად, ციფრული ვალუტების ფასის მაჩვენებლებიც დიდად არ შეცვლილა.
გუშინ ბიტკოინის კურსი 3.600-სა და 3.500 დოლარს შორის მერყეობდა. ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის 10 დეკემბრისთვის, ბიტკოინის ღირებულება 17.102 დოლარს შეადგენდა. ეს კურსი თითქმის 80%-ით მეტია დღევანდელ მაჩვენებელზე.
რაც შეეხება რიპლის: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი თითქმის 5%-ით შემცირდა. დღის ბოლოს კურსი კი 0.30 დოლარის ნიშნულზე აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მონაცემებით ციფრული ვალუტების ფასები შემცირებულია უნდა აღინიშნოს, რომ შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით რიპლის კურსი გაუმჯობესებულია. 2017 წლის 10 დეკემბერს რიპლიზე ვაჭრობა 0.25 დოლარზე გაიხსნა და დღის ბოლოს 0.26 დოლარზე დაიხურა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 10 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 110 მილიარდ დოლარს შეადგენდა.