მაიკ მაკგლონი: ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 13.000 დოლარამდე გაიზარდოს

0
1265

Bloomberg-ის ანალიტიკოსები ბიტკოინის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებენ.

ანალიტიკოსი, მაიკ მაკგლონის თქმით, ბიტკოინის კურსი ზრდის შემთხვევაში 13.000 აშშ დოლარს მიაღწევს. თუმცა ანალიტიკოსი იმასაც აღნიშნავს, რომ თუკი კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად დაეცემა მოსალოდნელი დონე 6.500 დოლარი იქნება.

ამასთანავე, Bloomberg–ის თვის დასაწყისში გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, რომ კომპანია ბიტკოინის ფასის ზრდას ელოდება. ბიტკოინის მოსალოდნელი დონე 2020 წლის ბოლომდე 20.000 დოლარია. თუმცა როგორც პოსტშია აღნიშნული კრიპტოვალუტის კურსმა შესაძლოა, 28.000 დოლარის დონემდეც კი მოიმატოს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ COVID-19-მა ბიტკოინის, როგორც ციფრული აქტივის სიძლიერე აჩვენა. გარდა ამისა, Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში საუბარია ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან ბიტკოინით დაინტერესების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის ანალიტიკოსი ადამ ბექი ფიქრობს, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში ბიტკოინის ფასი 300.000 დოლარამდე გაიზრდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი