Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა

0
1476

ორშაბათს, 8 თებერვალს ბიტკოინის ფასმა თითქმის 3,000 აშშ დოლარით მოიმატა. კურსის ასეთი მკვეთრი ცვლილების მიზეზად კი Tesla-ს მიერ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინის შეძენა სახელდება.

TradingView–ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის კურსი 44.000 დოლარზე მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც მედიით შესყიდვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

“2021 წლის იანვარში განვაახლეთ ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა. ეს კი უფრო მეტ მოქნილობას მოგვცემს ფულადი სახსრების შემდგომი ზრდისთვის. აღნიშნული პოლიტიკის შესაბამისად, ჩვენ განვახორციელეთ 1.5 მილიარდის ინვესტიცია ბიტკოინის შესყიდვის მიზნით. ამასთანავე, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ჩვენი პროდუქცია ბიტკოინით გაიყიდოს”,-აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

საგულისხმოა რომ, ბოლო დროს კომპანიის ხელმძღვანელის, ილონ მასკის მიერ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერილმა კომენტარებმა კრიპტო საზოგადოებაში “დაბნეულობა” გამოიწვია.

საინტერესოა, ილონ მასკი ციფრული ვალუტით რეალურად არის დაინტერესებული, თუ თავისი კომენტარებიდან გამომდინარე მხოლოდ ბაზრის ცვლილებას აკვირდება?!

თუმცა აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიისთვის წარდგენილი განცხადება ამ ეჭვს აქარწყლებს. კომპანიამ მარეგულირებელ ორგანოში ოფიციალური განაცხადი გააკეთა, რაც Tesla-ს მხრიდან ბიტკოინით სერიოზულ დაინტერესებაზე მიანიშნებს.

შეგახსენებთ რომ, გასულ კვირას ილონ მასკმა ღიად განაცხადა, რომ იგი ბიტკოინის მხარდამჭერი იყო. ამის შემდეგ, ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით გაუმჯობესდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი