კვირას, 9 დეკემბერს კრიპტოვალუტების ბაზარმა ზრდის ნიშნები აჩვენა. ბიტკოინის კურსი 3.700 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სამწუხაროდ ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად არ იცვლება. ციფრული ვალუტის კურსი ძირითადი 3.600 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.
მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურის მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა.
ამასთანავე, კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის კლების პროცენტული მაჩვენებელი 9-ის ტოლია, ხოლო თვის განმავლობაში კურსის შემცირება 44%-ია.
რაც შეეხება რიპლის ფასის მაჩვენებელს: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი 5%-ით არის გაზრდილი, რის გამოც რიპლის ფასი 0.31 დოლარს შეადგენდა.
რიპლის ფასის კლების ტენდენცია კვირის მანძილზე 12%-ს შეესაბამება. თვის განმავლობაში ალტკოინის კურსის დანაკარგი კი 41%-ია.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 9 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 115 მილიარდ დოლარს შეადგენდა.