გერმანიის ცენტრალური ბანკი Blockchain ქსელს ქმნის

0
1128

ბუნდესბანკი Blockchain ტექნოლოგიის შესწავლას განაგრძობს.

გერმანიის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბანკმა სინგაპურში მოღვაწე არაკომერციული კომპანია დაიქირავა. Ocean Protocol-მა ბანკისთვის დეცენტრალიზებული ქსელი უნდა შექმნას.

ბუნდესბანკმა საჯარო განცხადებაში აღნიშნა, რომ პროექტის ძირითადი მიზანი არის დეცენტრალიზებული ქსელის შექმნა, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს რეალურ დროში ინფორმაცია მიიღონ უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის შექმნის ალტერნატივას განიხილავს.

2019 წლის სექტემბერში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობა და გერმანიის ცენტრალური ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობდა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხებთან დაკავშირებით.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კორონავირუსული პანდემიის მიმდინარე პროცესი აჩქარებს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვებას. ფულადი სახსრების გავრცელების რისკი ხელისუფლებას ციფრული ალტერნატივის განსახილველად უბიძგებს.

ამის შესახებ Deutsche Bank-ის მრჩეველი, მერიონ ლაბუერიც საუბრობს.

მერიონ ლაბუერი ირწმუნება, რომ მთავრობები ფულადი სახსრების მიღებას განიხილავენ, როგორც ინფექციის რისკის პოტენციურ ფაქტორს. ეს კი ალბათ, ციფრული ვალუტებზე მოთხოვნას გაზრდის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი