15 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1885

ხუთშაბათს, 15 ნოემბერს, კრიპტოვალუტების ბაზარმა კვლავ განაგრძო შემცირება. მას შემდეგ, რაც გუშინ წინ ბიტკოინის კურსი შემცირდა კრიპტოვალუტის ფასი 5.506 დოლარაზეც კი დაეცა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინმა ფასის კლება 6.400 დოლარიდან დაიწყო.

ბიტკოინი კვლავ აგრძელებს ფასის კლების ტენდენციას. გუშინ დაფიქსირდა მაჩვენებელი, რა დროსაც კრიპტოვალუტის კურსი 5.358 დოლარამდე შემცირდა. ამ ეტაპზე ბიტკოინის ღირებულება 5.585 დოლარს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ბიტკოინის ფასი 14%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტა კვლავ 200 დოლარის ნიშნულის ქვემოთ იმყოფება. ალტკოინის კურსი 180 დოლარამდე დაეცა, თუმცა 15 ნოემბრის დღის პირველ ნახევარში ეთერიუმის ფასი 170 დოლარამდე იყო შემცირებული.

ამ ეტაპზე ეთერიუმის ფასი 177 დოლარია.

ამასთანავე, ბოლო 7 დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსმა 17%-ით დაიკლო.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 15 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 180 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი