PayPal-ი კრიპტოვალუტის კომპანიას ყიდულობს

0
1940

გადასახადების გიგანტმა PayPal-მა დაუდგენელი თანხით შეიძინა ისრაელში დაფუძნებული კრიპტოვალუტის კომპანია Curv-ი. ცნობილი გახდა, რომ Curv-ის შეძენის ფორმალური მხარე 2021 წლის მესამე კვარტალში დასრულდება.

ნასყიდობის თანხა დადგენილი არ არის. სხვადასხვა წყარო განსხვავებულ თანხებს ასახელებს, რომელიც 200-300 მილიონამდე მერყეობს. თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

”Curv-ის შეძენა ჩვენი ძალისხმევის ნაწილია, რომ მიმართულება მიეცეს ჩვენს ტექნოლოგიებს, რათა განვავრცოთ ჩვენი ხედვა უფრო ინკლუზიური ფინანსური სისტემისკენ. Curv-ის გუნდთან საუბრის დროს, ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა მათმა ტექნიკურმა მხარემ და სამეწარმეო სულისკვეთებამ”,- აღნიშნა ხოსე ფერნანდეს და პონტემ, PayPal-ის კრიპტო და Blockchain განყოფილების გენერალურმა მენეჯერმა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ PayPal-ი 2021 წელს მომხმარებელს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ბევრ სიახლეს შესთავაზებდა.

PayPal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ შულმანმა, ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ Blockchain და კრიპტო მომხმარებლის აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა. ამან კი, რასაკვირველია, კომპანიის რესურსების ზრდა გამოიწვია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი