ბიტკოინის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში მკვეთრად არის გაუმჯობესებული

0
2862

17 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარი მკვეთრად გაიზარდა.

გუშინ, ბიტკოინის ღირებულებამ 7.209 დოლარი შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 8%-ით გაიზარდა. ამასთანავე, 8 ივლისს, როდესაც ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად კორექტირდა მაშინდელი მაქსიმალური მაჩვენებელი 6.800 დოლარი იყო.

18 ივლისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი 7.463 დოლარი ღირს.

ბიტკოინის გარდა, გაიზარდა ეთერიუმის კურსიც. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასმა 4%-ით მოიმატა. კრიპტოვალუტის ღირებულებამ კი, 494 დოლარი შეადგინა. ამ ეტაპისთვის ეთერიუმის კურსი 492 დოლარია.

უნდა აღინიშნოს, რომ კურსის ზრდის ტენდენციით რიპლიც არ ჩამორჩება სხვა კრიპტოვალუტებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რიპლის ფასი 6%-ით გაიზარდა და საბოლოო ფასი 0.50 დოლარზე დაფიქსირდა. რიპლიმ გუშინდელ მაჩვენებელი დღეს ოდნავ გააუმჯობესა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის კრიპტოვალუტის ღირებულება 0.52 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 286 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი