Mt. Gox-ის რწმუნებული გადახდის პროცედურების განახლებაზე საუბრობს

0
775

Mt. Gox-ის რწმუნებულმა ნობუაკი კობაიაშიმ გაავრცელა განახლებული ინფორმაცია დიდი ხნის გაუქმებული კრიპტოვალუტის ბირჟის კრედიტორების რეაბილიტაციის გეგმის შესახებ.

საქმის წარმოების ამ ეტაპზე შეზღუდები წესდება დაბრუნებულ ფინანსებზე, რომლის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას მომხმარებლები 15 სექტემბრიდან მიიღებენ.

ნობუაკი კობაიაშიმ დაადასტურა, რომ კრედიტორებს ვადა 15 სექტემბრამდე აქვთ, რათა დაკარგული სახსრების შესახებ პრეტენზიები წარმოადგინონ. საუბარია ადრეულ პერიოდზე (2014 წელი), როდესაც კრიპტოვალუტის ბირჟა დაიხურა და მოქალაქეებმა ინვესტიციების დიდი წილი დაკარგეს.

„დავალებისა და ა.შ. შეზღუდვის პერიოდის განმავლობაში, რეაბილიტაციის რწმუნებული შეწყვეტს განაცხადების მიღებას საჩივრის გადაცემის პროცედურებზე სარეაბილიტაციო საჩივრის შეტანის სისტემის მეშვეობით“,- ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული საჩივრების მიღებას, დოკუმენტაციების თანხლებით, მოჰყვება განხილვა, რომელის პერიოდი ჯერ დაუზუსტებელია და ამის შემდეგ პირველი დაკარგული ინვესტიციების გაცემის პროცესი დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი