5 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1565

ორშაბათს, 5 ნოემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი საგრძნობლად გაიზარდა. CoinMarketCap-ის მიხედვით, პირველი 20 კრიპტოვალუტის ფასი აშკარა გაუმჯობესებას აჩვენებს.

ბიტკოინის კურსი 2%-ით გაუმჯობესდა. გუშინ, კრიპტოვალუტის ფასმა 6.400 დოლარს მიაღწია. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის კაპიტალიზაცია დაახლოებით 111 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 2.2%-ით არის მომატებული, ხოლო თვის მანძილზე კრიპტოვალუტის კურსის შემცირების მაჩვენებელი 3.3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: მიუხედავად ბოლოდროინდელი ფასის შემცირებასა, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსმა 5%-ით მოიმატა. საბოლოოდ კი, დღის ბოლოს კრიპტოვალუტის ფასმა 210 დოლარი შეადგინა.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსმა თითქმის 8%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო რაც შეეხება ალტკოინის ფასის შემცირების მაჩვენებელს, ის 7.7%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 5 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 212.66 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი