ჯეკ დორსი: ბიტკოინი იყო ის, რაც ინტერნეტში დაიბადა

0
2179

Twitter-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსიმ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი პოზიტიური დამოკიდებულება ციფრული ვალუტის მიმართ. მას სჯერა, რომ ბიტკოინი ინტერნეტის ვალუტაა.

Twitter-ის თანადამფუძნებელმა ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

“ბიტკოინი იყო ის, რაც ინტერნეტში დაიბადა, ინტერნეტშივე განვითარდა და ინტერნეტითვე მოწმდება”,- აღნიშნა მან.

უნდა აღინიშნოს, რომ Twitter-ის თანადამფუძნებელი ბიტკოინის მიმართ პოზიტიური პროგნოზით გამოირჩევა. ჯეკ დორსიმ ჯერ კიდევ გასული წლის მაისში გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ბიტკოინი მომავლის ფულია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჯერ დორსი ასევე არის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მობილური გადახდების კომპანია Square-ის. კომპანია, რომელსაც კლიენტებთან არანაირი პრობლემა არ აქვს, თუკი ისინი ბიტკოინით ვაჭრობენ. ეს კი გამომდინარეობს იქიდან, რომ კომპანია ბიტკოინით გადახდას უზრუნველყოფს.

საუბრის მიწურულს, ჟურნალისტის კითხვაზე დაამატებდა, თუ არა ჯეკ დორსი ბიტკოინის გარდა სხვა კრიპტოვალუტას მან უპასუხა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი