სტივ ვოზნიაკი Blockchain-ის პროექტებში ჩართვას გეგმავს

0
2077

Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა განაცხადა, რომ Blockchain-ის პროექტში ჩართვას აპირებს.

ამის შესახებ ვოზნიაკმა განცხადება ChainXchange Blockchain-ის კონფერენციაზე გააკეთა.

“მე ვარ ჩართული Blockchain კომპანიის შექმნაში. ეს იქნება საინვესტიციო კომპანია, რომელიც სხვადასხვა პროექტებში ინვესტიციებს განახორციელებს”,- აღნიშნა სტივ ვოზნიაკმა.

Apple-ის თანადამფუძნებელი განაგრძობს თავის პროექტზე საუბარს და უფრო მეტი აღფრთოვანებით საუბრობს Blockchain-ის შესახებ:

“ეს ისეთი დამოუკიდებელია! ეს ჰგავს ინტერნეტს, როდესაც ჯერ კიდევ ახალი ბრენდი იყო. უნდა აღვნიშნო, რომ ცოტა ადამიანი თუ ხედავს Blockchain-ის იმ ღირებულებას, რომელიც ასე მაგონებს ინტერნეტის ადრეულ დღეებს”.

სტივ ვოზნიაკმა ეთერიუმის პლატფორმის შესახებაც ისაუბრა: “ეთერიუმი უზრუნველყოფს Blockchain-ის ინსტრუმენტებით ოპერირებას… მე ვფიქრობ, რომ მომავალში ეთერიუმს უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს”.

შეგახსენებთ, რომ ივნისში სტივ ვოზნიაკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიტიური დამოკიდებულება კრიპტოვალუტის მიმართ და განაცხადა, რომ მხოლოდ ბიტკოინია ერთადერთი, ნამდვილი ციფრული ოქრო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი