საპირველაპრილო ხუმრობები კრიპტოვალუტის ირგვლივ ამერიკულ მედიაში წელსაც აქტუალური თემა იყო.
ეთერიუმის შემქმნელმა ვიტალიკ ბუტერინმა იხუმრა, რომ ეთერიუმის stablecoin-ის გამოშვებას დაიწყებდა, რომელსაც მსოფლიო სავაჭრო ფრანკი, ინგლისური აბრევიატურით WTF, ეწოდებოდა. ბუტერინის მოსაზრებით, WTF გაერთიანებდა ყველა მომხმარებელს, როგორც კაპიტალისტებს ასევე, სოციალისტებსაც.
კრპტო რეიტინგების ვებ-საიტმა Coinmarketcap-მაც არ დააყოვნდა და ახალი ვალუტა “ლამბოს” შესახებ განაცხადა. Coinmarketcap-ის ჩარტში “ლამბო” აჩვენებს, თუ რამდენი “ლამბო” ღირს ერთი კრიპტოვალუტა. თუ ბიტკოინის ახალნდელი ფასი 6.561 დოლარია, ერთი ბიტკოინის შესაძენად მომხმარებელს 0.03280545 “ლამბო” ესაჭიროება.
საპირველაპრილო ხუმრობებს არც Blockchain-ი ჩამორჩა და “Google-ის ICO”-ს შექმნა დაანონსა.
საკმაოდ პოპულარულმა კრიპტოვალუტის ბლოგერმა WhalePanda-მ კი Twitter-ზე ბიტკოინის კურსზე ასე “იხუმრა”: “ნამდვილად სახუმარო დღეა ბიტკოინის ფასისთვის”.
შეგახსენებთ, რომ შარშან, პირველ აპრილს ამერიკის პრეზიდენტმა დონალტ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ თვითონ იყო ბიტკოინის შემქმნელი სატოში ნაკამოტო, ხოლო კრიპტოვალუტის მომხმარებელებს ციფრული ვალუტისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას დაპირდა.