სამხრეთ კორეის 50.000-ზე მეტ სასტუმროში კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელი იქნება

0
2274

სამხრეთ კორეაში მოგზაურების მსურველებს საცხოვრებლის ქირის გადახდა კრიპტოვალუტით შეეძლებათ.

სამხრეთ კორეის უმსხვილესმა კრიპტო-ბირჟამ, Bithumb-მა განაცხადა, რომ ამგვარი პარტნიორების წყალობით, კლიენტებს საშუალება ექნებათ გადაიხადონ კრიპტოვალუტით 50.000-ზე მეტი საცხოვრებელი ფართის, მათ შორის სასტუმროებისა და სახლების ქირა. მომხმარებელს სასტუმროს დაჯავშვნისას შეუძლია გადაიხადოს ვირტუალური ვალუტით თავისი Bithumb ანგარიშიდან. ხოლო, მცირე და საშუალო ზომის საცხოვრებელ ობიექტებში სპეციალური სერვისი იმოქმედებს სახელწოდებით “რატომ ხარ აქ?”

დღეისათვის, Bithumb არის მეხუთე უმსხვილესი კრიპტო-სავაჭრო კომპანია. მას აქვს 24 საათიანი გლობალური სავაჭრო მოცულობა და სიდიდით მეორე კომპანიაა სამხრეთ კორეაში. Kakao Corp- ის მხარდაჭერილი Upbit ამჟამად, ქვეყნის უმსხვილეს კრიპტო-ბირჟად რჩება.

Bithumb-მა განმარტა, რომ გადახდა 12 კრიპტოვალუტით, მათ შორის ბიტკოინით, ბიტკოინ Cash-ით, ეთერიუმითა და რიპლით იქნება შესაძლებელი.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვირტუალური ვალუტებს გამოიყენებენ, როგორც კორეელი ისე, უცხოელი ტურისტები”,- განაცხადეს Bithumb-ში.

მომხმარებელს ასევე შეუძლია დაჯავშნოს ოთახი ინოვაციური აპლიკაციით და გადაიხადოს ნებისმიერ კრიპტოვალუტაში. მხოლოდ საჭიროა Bithumb-ის ანგარიშების ქონა. კომპანია Zdnet Korea-მ განმარტა, რომ ამ ინოვაციურ აპლიკაციას დაახლოებით, ყოველთვიურად 2 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

“ამ წლის პირველ ნახევარში კრიპტოვალუტით გადახდის სერვისი დაინერგება”, – განაცხადეს Bithumb-ში. კრიპტოვალუტის სავაჭრო კომპანიამ ასევე დაამატა, რომ სხვადასხვა კომპანიასთან მუდმივად განიხილავს ციფრული ვალუტის გამოყენების გაფართოების საშუალებებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი