რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი: კრიპტოვალუტის ბაზარი შემცირდება

0
2679

რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბულინა მიიჩნევს, რომ “კრიპტოს ციებ-ცხელება” იწყება, რათა შემდეგ ბაზარი შემცირდეს.

ამის შესახებ RIA Novosti წერს.

ნაბულინამ სოჭში გამართულ ინოვაციურ საფინანსო ფორუმზე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის მიმართ მიდგომა უფრო რაციონალური გახდა.

“საბედნიეროდ, კრიპტოს ციებ-ცხელება დასასრულისკენ მიდის. ისეთი ტექნოლოგია, როგორიცაა Blockchain-ი დიდი შესაძლებლობები გააჩინა, მაგრამ ახლა, როგორც ვხედავთ, მიდგომა ამ ტექნოლოგიის მიმართ არის უფრო ჯანსაღი”,- აღნიშნა ელვირა ნაბულინამ.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მეწარმეები Blockchain-ის ბიზნესში თავის დასამკვიდრებლად ახალ-ახალ გზებს ეძებენ.

მიუხედავად კრიპტოვალუტის მიმართ არცთუ პოზიტიური დამოკიდებულებისა ნაბულინამ აღნიშნა, რომ ციფრულმა ფინანსურმა ტექნოლოგიებმა საბოლოოდ მასობრივი ხასიათი შეიძინეს.

“ციფრული ფინანსები აღარ არის მოწინავე მომხმარებელთა სამყარო. ეს არის მასობრივი მომხმარებლის სამყარო”,-განაცხადა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო მზად კრიპტოვალუტის მისაღებად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი