რიპლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრედ გერლინგჰაუსმა Twitter–ზე დაწერა, რომ ამ ეტაპზე მთავარი ციფრული ვალუტის რეგულაციის საკითხი არ არის. დღეს მთავარია, რომ ჩინეთმა ციფრულ ინდუსტრიაში დომინანტის როლი არ შეიძინოს.
26 მაისს გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, რიპლის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ჩინეთს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები აქვს.
გრძელვადიან გეგმებში კი პირველ რიგში ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა იგულისხმება. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ციფრული ვალუტის საპილოტე პროექტის ტესტირება მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იაპონია რიპლისთან აქტიურად თანამშრომლობს. ჯერ კიდევ 2019 წელს მსხვილმა იაპონურმა ბანკმა Resona-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ რიპლის Blockchain გადახდების პროექტში მონაწილეობას მიიღებდა.
Resona Group-ის შვილობილი კომპანია იაპონიაში მეხუთე უმსხვილესი საბანკო ჯგუფია, რომელსაც 2012 წლის ოქტომბერში SBI Sumishin Net Bank-ი და Suruga Bank-ი შეუერთდა.
პროექტის მიზანი იყო გადარიცხვების დაჩქარება და მომხმარებლის სწრაფი მომსახურეობა. პროექტი თანადაფინანსებული იყო იაპონიის საფინანსო მომსახურების გიგანტის SBI Holdings-ისა და რიპლის Blockchain-ის მიერ.