ბიტკოინის კურსი მკვეთრად გაუმჯობესდა: 23 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2126

ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასებმა 23 ივლისსაც განაგრძო ზრდა.

ბიტკოინის კურსი 24 საათის განმავლობაში 3.17%-ით გაუმჯობესდა და ფასმა დაახლოებით 7,740 აშშ დოლარს მიაღწია.

ბიტკოინის ყოველკვირეულ და ყოველთვიურ მიღწევებზე შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 15.8%-ით და 24%-ით არის გაუმჯობესებული.

ბიტკოინისგან განსხვავებით, ეთერიუმი ვერ ახერხებს ფასის გაზრდას. 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 2.55%-ით შემცირდა, რის შედეგადაც ეთერიუმის ღირებულებამ 452 დოლარი შეადგინა.

18 ივლისს, როდესაც ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი 510 დოლარზე დაფიქსირდა მას შემდეგ, კრიპტოვალუტა ფასის შემცირებას განიცდის. 20 ივლისითვის ეთერიუმის კურსი 444 დოლარს შეადგენდა.

ეთერიუმის კურსი კვირის განმავლობაში 5.66%-ით არის შემცირებული, ხოლო, რაც შეეხება თვის მანძილზე ფასის შემცირებას ეს მაჩვენებელი 6.42%-ია.

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 284 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი