კრიპტოვალუტის ფასები მაქსიმუმს აღწევს. ინსტიტუციონალური ინვესტორები კი ბიტკოინის დაგროვებას აგრძელებენ.
CoinShares–ის ციფრული ვალუტების ფონდის ყოველკვირეული ანგარიშის თანახმად, გასულ კვირას 226 მილიონ დოლარზე მეტი კაპიტალი ინსტიტუციონალური ინვესტორებისგან შემოვიდა.
მესამე კვირაში ბიტკოინის დომინირებამ შემოდინებაზეც იმოქმედა, რაც კვირაში 227%-ინი ზრდით გამოიხატა. შემოდინება ბიტკოინის ფასის მატებას დაემთხვა, რომელიც კვირაში 12.5%–ით განისაზღვრა. 8 ოქტომბერს ბიტკოინის კურსი დაახლოებით 54,000 დოლარი იყო.
ბიტკოინის ირგვლივ მზარდმა აქტივობამ ნათელი გახადა, რომ ინსტიტუციონალური კრიპტოპროდუქტების მართვის ერთობლივი აქტივები 66,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. CoinShares–ის შეფასებით, ჯამური თანხა სექტორის რეკორდული მაჩვენებლის მხოლოდ 5%–ია.
ალტკოინებმა კი კვირის განმავლობაში ასეთი შედეგი აჩვენეს: სოლანამ (SOL) და კარდანომ (ADA), შესაბამისად, 12.5 მილიონი აშშ დოლარი და 3 მილიონი აშშ დოლარი შემოიტანეს.
ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების ინტერესი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ბიზნესის მიმართ კვლავ მზარდია.
Fidelity Digital Assets-მა, გლობალური აქტივების მენეჯმენტის Fidelity Investments Inc კრიპტო ფილიალმა, კოალიცია “გრინვიჩს” დაავალა 1,100 ინსტიტუციური ინვესტორის გამოკითხვა, რათა გაეგო მათი მოლოდინები ციფრული ვალუტების ინვესტიციებთან დაკავშირებით.
კვლევის მიხედვით, მონაწილეთა დაახლოებით 70% ციფრული ვალუტებში ინვესტიციას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განახორციელებს.