ბრაზილიური მედია ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ბანკებმა, რომლებმაც უარი თქვეს კრიპტოვალუტის კომპანიების მომსახურებაზე, ახლა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების შემოწმებას გადიან.
20 მაისს, ეკონომიკური თავდაცვის ადმინისტრაციულმა საბჭომ მხარი დაუჭირა საქმის ხელახლა გახსნას ადგილობრივი ბანკების მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, უარს ამბობენ კრიპტოვალუტის კომპანიებთან მუშაობაზე.
თავდაცვის ადმინისტრაციიის საბჭოს წევრის განცხადებით, ბაზარზე კონკურენცია უნდა არსებობდეს, რადგან ეს ხელს უწყობს ეკონომიკური სისტემის განვითარებას.
თავდაპირველად სარჩელი 2018 წელს Associação Brasileira de Criptoativos e Blockchain-მა და სან-პაულოში დაფუძნებულმა Blochchain კომპანიამ შეიტანა. ამის შემდეგ Banco do Brasil-მა ამ კომპანიების ანგარიშები დახურა.
მიუხედავად ამისა, ბრაზილიაში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბროკერმა, M Intermediação e Prestação de Serviço Ltda-მ სასამართლო პროცესი Banco Bradesco–ს მოუგო.
სასამართლოს საბროკერო კომპანიამ მას შემდეგ მიმართა, რაც ბანკმა კომპანიას ანგარიშები დაუხურა.
Banco Bradesco-მ გადაწყვიტა, რომ საბროკერო ანგარიშები დაებლოკა, რადგან უსაფრთხოების სისტემამ აღმოაჩინა უჩვეულო საქმიანობა.
შემდგომში კი ბანკმა სრულად დაბლოკა კომპანიის ანგარიშები, რათა სავარაუდო თაღლითობის ფაქტი თავიდან აეცილებინა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლემ ვერ იპოვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ბანკის პრეტენზიებს დაასაბუთებდა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ასეთია: ბანკმა საბროკერო კომპანიას ანგარიშები ხელახლა უნდა გაუხსნას.