სამხრეთ კორეამ კრიპტოვალუტას მოგების გადასახადი დაუწესა

0
1396

სამხრეთ კორეამ კრიპტოვაჭრობიდან მიღებულ მოგებას 20%-იანი გადასახადი დაუწესა.

ორი დღის წინ გამართული საგადასახადო განვითარების კომიტეტის სხდომის შემდეგ, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა შესწორებული საგადასახადო კოდექსი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ახალი წესები.

სექციაში “ვირტუალური აქტივების გარიგების შემოსავლის გადასახადის დაბეგვრა”, სამინისტრომ შემოიღო ახალი წესები, სადაც აღნიშნულია, რომ ამჟამად, როგორც პირადი (რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი), ისე უცხოური კორპორაციების ვირტუალური აქტივები არ იბეგრება.

ოფიციალური განცხადების თანახმად, გადასახადის შემოღება აუცილებელია. მსგავსი გამოცდილება უკვე არაერთ ქვეყანას აქვს.

სამხრეთ კორეის კერძო სექტორის წევრებმა ცოტა ხნის წინ განიხილეს კრიპტოვალუტის ვალდებულებთან დაკავშირებული საგადასახადო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა კაპიტალის მოგების გადასახადის დაწესებას.

13 ივლისს გამართული დისკუსიების დროს, წევრებმა აღნიშნეს, რომ კრიპტო-მოგების გადასახადები 20%-მდე დაიბეგრებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის დაბეგვრაზე საუბარი ივნისის თვეში დაიწყო.

სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრმა, ჰონგ ნამი-კიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტისგან მიღებულ მოგებას გადასახადი დაუწესდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი