Bloomberg: ბანკებისა და კრიპტოვალუტის კომპანიების ურთიერთობა კვლავ პრობლემურია

0
1466

კრიპტოვალუტის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის საბანკო ანგარიშების გახსნა ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს.

ამის შესახებ Bloomberg-ის სტატიაშია საუბარი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მსხვილი ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის კომპანიებისთვის ანგარიშის გახსნა სრულიად კანონიერი ოპერაციაა. თუმცა მან იქვე ისიც დასძინა, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრია ზედმეტი “თავის ტკივილია” და გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ბანკებს მათთან ურთიერთობისგან თავის შეკავება ურჩევნიათ.

მიუხედავად ამისა, Bloomberg-ი ასევე აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც უფრო დიდი ბანკები თავს არიდებენ კრიპტოვალუტის კომპანიებთან თანამშრომლობას შედარებით პატარა ბანკები პირიქით, ცდილობენ, რაც შეიძლება აქტიურად ითანამშრომლონ ციფრული ვალუტის ინდუსტრიასთან.

ამ მოსაზრების გასამყარებლად სტატიაში ასეთი მაგალითია მოყვანილი: სან დიეგოს Silvergate Bank-მა კრიპტო კომპანიებს გასულ წელს 40 მილიარდი დოლარის დეპოზიტები გაუხსნა.

Blockchain საინვესტიციო, სავაჭრო და საკონსულტაციო ფირმა NKB Group-ი არის კიდევ ერთი მაგალითი, რომლის მიზანიც არის ბანკებთან თანამშრომლობა.

“საბაზისო საბანკო ოპერაციების უარყოფა სიგიჟეა, ხელს უშლის სექტორის ზრდას. ჩემი აზრით, ბანკები ზედმეტად ფრთხილად არიან”,- განაცხადა NKB Group-ის წარმომადგენელმა, ბენ სებლიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი