კომპანია Riot Blockchain-ი აშშ-ში კრიპტობირჟას აფუძნებს

0
1670

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კომპანია Riot Blockchain-მა ქვეყნის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიაში მოთხოვნა შეიტანა. როგორც ირკვევა, კომპანიას 2019 წლის ბოლოსთვის კრიპტოვალუტის ბირჟის დაარსება სურს. ციფრული ვალუტის ბირჟას RiotX უნდა ეწოდოს.

Riot Blockchain-ის წარმომადგენელი იმასაც უსვამს ხაზს, რომ ბირჟა მთლიანად დაემორჩილება მარეგულირებლის მოთხოვნებს. კომპანია აცხადებს, რომ მისი შვილობილი კომპანია RiotX Holdings-ი ახალი პროფილით იმუშავებს.

როგორც კომპანიის წარმოამდგენელი მედიასთან აცხადებს, კრიპტოვალუტის ბირჟას მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემა ექნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები ისეთი რისკებისგან დაცულები არიან, როგორიც არის ფულის გათეთრება, თაღლითობა და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ RiotX-ს მომხმარებლებს აშშ-ში აკრედიტებულ საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა თავისუფლად შეეძლებათ. მომხმარებლები გახსნიან ანაგრიშებს, საიდანაც თავიანთ ელექტრონულ საფულეებში ტრადიციული ვალუტის გადმორიცხვას უზრუნველყოფენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელმა კომისიამ განაცხადა, რომ წელს კრიპტოვალუტის პრიორიტეტების შესახებ კომისია იმუშავებდა და ბაზრის მეთვალყურეობის შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი