ამერიკული მედია: ციფრული დოლარის შესახებ დოკუმენტი უკვე არსებობს

0
1230

ამერიკული მედია სულ უფრო და უფრო ხშირად წერს ციფრული დოლარის გამოშვების შესახებ.

ციფრული დოლარის გამოშვება აშშ-ს ცენტრალურმა ბაკნმა უნდა უზრუნველყოს.

28 მაისს, ციფრული დოლარის ე.წ. white paper-ი გამოქვეყნდა. 30 გვერდიანი დოკუმენტი დეტალურად აღწერს ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტით განსახორციელებელ შესაძლო პროგრამებს.

ამის პარალელურად ევროპის ცენტრალური ბანკი Blockchain ტექნოლოგიას შეისწავლის. ტექნოლოგიის შესწავლა გადახდის სისტემაში Blockchain-ის ინტეგრაციისთვის არის საჭირო.

ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, Blockchain ტექნოლოგიის გარდა, ბანკი ციფრული ევროს გამოშვების საკითხზეც მუშაობს.

ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ფაბიო პანეტას აზრით, ანგარიში ხაზს უსვამს იმას, რომ გადახდის სისტემების უწყვეტობა არის მნიშვნელოვანი ამოცანა ცენტრალური ბანკისთვის, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროს.

შეგახსენებთ, რომ Blockchain კომპანია, R3-ის ბოლო კვლევის მიხედვით, არცერთი ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვებაზე არ მუშაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი