იტალიის საინფორმაციო სააგენტო Blockchain ტექნოლოგიას ნერგავს

0
1531

კორონავირუსის პანდემიის პირობებში სანდო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობა გადამწყვეტ როლს იძენს. ყალბი ინფორმაცია ვირუსის შესახებ საზოგადოებაში მხოლოდ შიშსა და პანიკას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე ჯარიმა და პატიმრობის შეფარდებაც კი არის დაწესებული ინტერნეტით მაინც ხდება კორონავირუსის შესახებ ყალბი ახალი ამბების გავრცელება.

იტალიის ერთ-ერთი მსხვილი ახალი ამბების სააგენტო იმედოვნებს, რომ Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით ყალბი ნიუსების გავრცელება შეჩერდება.

ANSA არის იტალიის მთავარ საინფორმაციო სააგენტო, რომელსაც 24 ადგილობრივი გაზეთი ეკუთვნის.

როგორც ცნობილია, სააგენტო Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ახალი ამბების თვალყურისდევნის სისტემას ნერგავს, რათა მკითხველს მეტი ნდობა ჰქონდეს კომპანიის მიმართ.

Blockchain-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეამოწმოს ამა თუ იმ პლატფორმებზე გამოქვეყნებული სიახლეების წარმოშობა და ისტორია.

გარდა ამისა, ტექნოლოგიის დანერგვა ANSA-ს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნოს სტატიების გამოყენებას და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია გამოცემებსა და ვებ-სააგენტოებს შორის კავშირის დადგენა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი