ინდოეთში კრიპტოვალუტის შესახებ მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს

0
941

ინდოეთის სარეზერვო ბანკის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ქვეყნის ფინანსურ და კრიპტო ეკოსისტემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა ქვეყანამ უნდა მიიღოს.

ინდოეთის ინტერნეტ და მობილური ასოციაციის Blockchain და ციფრული ვალუტის საბჭოს მიერ ორგანიზებულ Hodl 2021 ონლაინ კონფერენციაზე საუბრისას, რამა სუბრამანიამ განდიმ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა შეიძლება გამოყენებულ იქნას გადახდებისთვის.

ინდოეთში მარეგულირებელი მდგომარეობა კვლავ გაურკვეველი რჩება. ამ თვის დასაწყისში მთავრობამ განაცხადა, რომ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც კრიპტოვალუტას, როგორც სავაჭრო საქონელს ისე განსაზღვრავს. ამის შემდეგ ციფრული ვალუტის დაბეგვრაც შესაძლებელი გახდება.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი დამტკიცდება კრიპტოვალუტა გადახდის საშუალება მაინც არ იქნება. ინდოეთის მთავრობის მიერ ციფრული ვალუტა საინვესტიციო აქტივად განიხილება.

ჯერ კიდევ 2018 წელს ცენტრალურმა ბანკმა ყველა კომერციულ ბანკს მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული გარიგების განხორციელება აუკრძალა. თუმცა, გადაწყვეტილება ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის თებერვალში გააუქმა.

შეგახსენებთ, რომ Chainalysis–ის შეფასებით, 2021 წელს ინდოეთის მასშტაბით კრიპტოვალუტაში ინვესტიციის ჯამური მოცულობა 200 მილიონიდან 40 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი