Ripple Lab–მა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 200.000 დოლარის დონაცია განახორციელა

0
1511

Ripple Lab–მა ოფიციალურად განაცხადა, რომ 200.000 აშშ დოლარის დონაციას განახორციელებს. შემოწირულობა ორი სხვადასხვა არაკომერციული ორგანიზაციისთვის არის განკუთვნილი.

დონაციის მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის წინააღმდებ ბრძოლა.

ლაბორატორიის “ტვიტერის” პოსტის მიხედვით, 100.000 აშშ დოლარი Tipping Point გადაუდებელი რეაგირებისა და Silicon Valley Community Foundation–ის ფონდებს გადაეცა.

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით კრიპტოვალუტით დონაციას არაერთი ორგანიზაცია იღებს. მაგალითად, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდების “წითელი ჯვარი” კრიპტოვალუტას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენებდა.

ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის “წითელი ჯვარი” შემოწირულობებს ბიტკოინით მიიღებს.

ნიდერლანდების გარდა, კრიპტოვალუტის დონაციის მიღებას იტალიის “წითელი ჯვარიც” დაეთანხმა. ამჟამად, როგორც ცნობილია, იტალიის “წითელ ჯვარში” უკვე 20.000 აშშ დოლარი არის მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 150.000-ს გადააჭარბა.

ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში კორონავირუსი 156 931 ადამიანს დაუდგინდა, 2828 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5579 კი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მას მოსდევს იტალია, ესპანეთი და ჩინეთი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი