კანადელი მარეგულირებელი ორგანოები კრიპტო კომპანიებს რეკლამასა და მარკეტინგთან დაკავშირებით აფრთხილებენ.
პუბლიკაციაში, კანადის მარეგულირებელი ორგანოების მითითებები კრიპტო კომპანიებს აფრთხილებს არ გამოაქვეყნონ რეკლამა, რომლითაც ინვესტორი წახალისდება და მოკლე ვადაში დარეგისტრირდება, რადგან მიიღოს ჯილდო ან შესაძლებლობა გარკვეული აქციების ფარგლებში.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელო ერთი შეხედვით ბუნდოვანი იყო სოციალური მედიის შეტყობინებების შეზღუდვებთან დაკავშირებით, მარეგულირებლებმა ურჩიეს სავაჭრო პლატფორმებს დაენიშნათ ინდივიდი, რათა მან გადახედოს და დაამტკიცოს კომუნიკაცია და შექმნას სისტემა, რომელიც ყველა შეტყობინების მარეგულირებელი მითითებების დაცვას უზრუნველყოფს.
”შეცდომაში შემყვანმა რეკლამამ და არასათანადო მარკეტინგულმა სტრატეგიამ შეიძლება ხელი შეუწყოს ინვესტორებს მიიღონ ის რისკები, რასაც ისინი ჩვეულებრივ თავიდან აიცილებენ, ხოლო ფასიანი ქაღალდების კანონისა და IIROC წესების მოთხოვნების უგულებელყოფამ შეიძლება კრიპტო სავაჭრო პლატფორმას პრობლემები შეუქმნას”,- აღნიშნულია მარეგულირებლის განცხადებაში.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ IIROC-ი არის თვითრეგულირების ორგანო, რომელიც მომხმარებელს დაცვას სთავაზობს. CSA კი არის ეროვნული სტანდარტების ჯგუფი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს.