ირანმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღო. კანონის თანახმად, ციფრული ვალუტა ლეგალური გადახდის საშუალება არ არის. ასევე კანონი არ სცნობს ქვეყნის შიდა ტრანზაქციებსა და ვაჭრობას, რომელიც კრიპტოვალუტით განხორციელდება.
ახალი კანონპროექტის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. კანონპროექტში ნათქვამი იყო, რომ მთავრობა არ ცნობს რაიმე შიდა სავაჭრო საქმიანობას, რომელიც კრიპტოვალუტასთან არის დაკავშირებული.
განცხადების თანახმად, ახალ კანონპროექტში ნათქვამია, რომ მთავრობა და საბანკო სისტემა არ მიიჩნევს ციფრულ ვალუტებს, როგორც იურიდიული სტატუსის მქონე აქტივს. შესაბამისად, ირანის ცენტრალური ბანკი არ უზრუნველყოფს კრიპტოვალუტის ღირებულების გარანტიას.
ახალი კანონის მიღებამდე, ჯერ კიდევ ივლისში ირანის ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილის განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვა უკანონო საქმიანობად იყო მიჩნეული.
შეგახსენებთ, რომ ირანმა მაინინგს ინდუსტრიული საქმიანობის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა. ამასთანავე, ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ქვეყნის შიგნით კრიპტოვალუტით განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებულ რისკებზე საბანკო სექტორი და სამთავრობო სტუქტურები პასუხს არ აგებდნენ.