ირანის ეროვნული ციფრული ვალუტის მოდელი მზად არის

0
3314

ირანული მთავრობის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შიდა ციფრული ვალუტის ექსპერიმენტული მოდელი მზად არის.

ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ქვეყანის საბანკო სექტორმა ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტით ტრანზაქციები დაბლოკა.

“ცენტრალური ბანკის [აკრძალვა] არ ნიშნავს ციფრული ვალუტის გამოყენების შიდა აკრძალვას ან შეზღუდვას. გასულ კვირას, იყო ერთობლივ შეხვედრა, რათა მიმოგვეხილა [შიდა კრიპტოვალუტის] პროექტის პროგრესი. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ექსპერიმენტული მოდელი უკვე მზად იყო”,- განაცხადა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრმა მოჰამედ ჯავად აზარი-იარომიმ.

“Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ციფრული ვალუტების შესახებ შეხვედრა Post Bank-ის დირექტორთა საბჭოსთან გაიმართა.

შეხვედრაზე ქვეყნის პირველი ციფრული ვალუტის ექსპერიმენტული განხორციელებისათვის საჭირო ზომები მიიღეს. განხილვისა და დამტკიცების შემდეგ, საპილოტო მოდელი წარმოდგენილი იქნება ქვეყნის საბანკო სისტემაში”,- აღნიშნა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ირანის ცენტრალურმა ბანკმა შიდა ბანკებსა და სხვა საფინანსო კომპანიებს აპრილის დასაწყისში აუკრძალა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა. აკრძალვის მიზეზად ფულის გათეთრების რისკი სახელდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი