კრიპტობირჟა Coinone-ი სამხრეთ კორეიდან ინდონეზიაში გადადის

0
3014

სამხრეთ კორეის მესამე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Coinone-ი ინდონეზიაში გადასვლას გეგმავს.

როგორც Coinone-ის პრეს-რელიზშია ნათქვამი, ინდონეზიის ახალმა ფილიალმა 16 აპრილს წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო, ხოლო ივნისში კრიპტობირჟა ინდონეზიაში ოფიციალურად გაიხსნება.

როგორც ცნობილია ბირჟა ბიტკოინის, ბიტკოინ Cash-ის, ეთერიუმის, ეთერიუმ კლასისიკის და ლაიტკოინის ვაჭრობას აწარმოებს.

ინდონეზიის საზღვრებს მიღმა მოქმედი მომხმარებლები შეძლებენ პლატფორმის გამოყენებას წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ, მაგრამ აუცილებელია გაიარონ შემოწმების პროცედურები.

ამჟამად, Coinone-ი კრიპტოვალუტების ბირჟების რეიტინგში 27-ე ადგილზეა. 24 საათიანი სავაჭრო მოცულობის თანახმად, კრიპტობირჟა დღეში 49 მილიან დოლარს ვაჭრობს.

Coinone-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინდონეზიაზე არჩევანი იმიტომ შეაჩერეს, რომ ინდონეზიას სხვა ქვეყნებთან შედარებით Fintech ინდუსტრიააში ზრდის მეტი შესაძლებლობა აქვს.

Coinone-ის ამ გადაწყვეტილებას თამამი თავისუფლად შეიძლება ეწოდოს. იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის იანვრიდან ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა მკაცრი პოზიცია დაიჭირა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით. ინდონეზიის მარეგულირებელმა მოსახლეობას კრიპტოვალუტით ვაჭრობისგან თავის შეკავება ურჩია.

მანამდე კი, გასული წლის ოქტომბერში ბანკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არ აღიარებს ბიტკოინს, როგორც გადახდის ლეგალურ საშუალებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი