Blockchain-ის დახმარებით ინდოეთში ხმის მიცემის პროცესი დაიწყება

0
1233

ინდოეთში Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით ხმის მიცემის პროცესი მალე დაიწყება.

Blockchain-ს შეუძლია უზრუნველყოს უსაფრთხოების მაღალი დონის დაცვა. მთავარმა კომისარმა, სუნილ აროარამ აღნიშნა, რომ უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით კვლევა უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში იმიტირებული ხმის მიცემის პროცესი შედგება.

ინდოეთის საარჩევნო კომისია მუშაობდა ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, “მადრასის” მკვლევრებთან ერთად, საიმედოობის გადამოწმების უსაფრთხო ხერხის შესაქმნელად და ქვეყნის შორეული რეგიონებიდან და მის ფარგლებს გარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის დასანერგად.

იმავე დღეს აროარამ დაადასტურა წინადადება, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ ინდოელებს საშუალებას მისცემს ჩაერთონ კენჭისყრის პროცესში.

სისტემის Blockchain ასპექტი ამომრჩევლის ვინაობის დადასტურების შემდეგ, პერსონალურ ელექტრონულ საარჩევნო ბიულეტენებს წარადგენს.

”მას შემდეგ, რაც სისტემა ამომრჩეველთა პირადობას დაადგენს, შეიქმნება Blockchain-ის საშუალებით პერსონალური ელექტრონული ბიულეტენი. ბიულეტენი უსაფრთხოდ დაშიფრული იქნება და შეიქმნება Blockchain ჰეშთეგი. ჰეშთეგის შეტყობინება დაინტერესებულ მხარეებს გადაეგზავნება.
ამ შემთხვევაში კანდიდატები და პოლიტიკური პარტიები იგულისხმება”,- ნათქვამია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი