ინდოელი ინვესტორების დიდი ნაწილი კრიპტო რეგულაციის გამო შეშფოთებულია

0
860

ახალი მონაცემების მიხედვით, ინდოეთში ახლა დაახლოებით 115 მილიონი კრიპტოვალუტის ინვესტორი ცხოვრობს.

ინდოეთში მომხმარებელთა რაოდენობის უახლესი მაჩვენებელი ეყრდნობა კრიპტოვალუტის ბირჟა KuCoin-ს, რომელმაც, ცოტა ხნის წი,ნ თავისი „Into The Cryptoverse India Report“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 115 მილიონი კრიპტო მომხმარებელი ინდოეთის მოსახლეობის 15% წარმოადგენს და მათი ასაკი 18-დან 60 წლამდე მერყეობს.

გამოკითხულთა 33% დაინტერესებული იყო სამთავრობო დამოკიდებულებით კრიპტო სექტორის მიმართ, რომელიც ცალსახად აფერხებს ახალი კრიპტო ინვესტორების ბაზარზე შემოსვლას.

26% შეშფოთებას გამოთქვამდა ციფრული ვალუტის დაუცველოს გამო, რომელიც ხშირად ხდება სხვადასხვა ჰაკერული თავდასხმების სამიზნე, ხოლო 23% მწუხარებს გამოთქვამდა, რომ აღნიშნული თავდასხმების გამო უამრავი ფინანსები დაკარგეს, როგორც მათ ასევე მათმა ახლობლებმა თუ ნაცნობებმა.

გამოკითხვაში 2042 ზრდასრული ადამიანი იღებდა მონაწილებას და აქედან 1541 ამბობდა, რომ ისინი კრიპტო ინვესტორები იყვნენ. ამათგან ბევრს გაუჭირდა კრიპტოვალუტის აქტივების მართვა ბევრსაც ვერ გადაეწყვიტა თუ რომელ კრიპტოვალუტაში განეხორციელებინა ინვესტიცია.

მიუხედავად ამისა, აღნიშნული სტატისიკა საკმაოდ მაღალი მაჩვენებიალია, იმის ფონზე, რომ ინდოეთის მთავრობის კრიპტო პოლიტიკა საკმაოდ ნეგატიურია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი