WazirX-მა 6,62 მილიონი დოლარი საკომისიოსთვის თავის არიდების გამო გადაიხადა

0
839

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინდოეთში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, WazirX-მა 6,6 მილიონ დოლარზე მეტი საკომისიო ვალდებულებისთვის თავის არიდების გამო გადაიხადა.

ცენტრალური აქციზის კომიტეტის წარმომადგენლებმა თავდაპირველად 5,43 მილიონი დოლარის დაანგარიშება მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ საქმე თაღლითობას ეხებოდა.

ტიპიური თაღლითობა ყალბი ინვოისების შექმნას, საქონლის რეალურად გადაადგილების გარეშე, გამყიდველსა და მყიდველს შორის გულისხმობს.

ადგილობრივი მედიის, Economic Times-ის ცნობით, საგადასახადო დეპარტამენტმა აღმოაჩინა, რომ WazirX-ი შიდა WRX ტოკენებს საკომისიოდ იყენებდა, რომლებსაც Zanmai Labs-ი ავრცელებდა.

შემდგომმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ციფრული ვალუტის ბირჟამ გადასახადების 18% არ გადაიხადა. ასევე გამოძიებით დადგინა, რომ WazirX-მა მხოლოდ საკომისიოს 0.2% გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინდოეთის პოლიციის კომისარმა კრიპტო მომხმარებლები თაღლითობის შესახებ გააფრთხილა.

კომისარმა მომხმრებლები გააფრთხილა კრიპტო თაღლითობის ისეთ ხერხებზე, როგორიცაა, მაგალითად, მოტყუებით ინვესტირების მოზიდვა.

თუმცა შიხა გოელმა აღიარა, რომ, ბოლო პერიოდში, ინდოეთში კრიპტო მომხმარებლების საგრძნობი ზრდა ფიქსირდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი