ინდოეთში კრიპტოვალუტის რეგულაცია კვლავ აქტუალური საკითხია

0
1132

მემარჯვენე ინდუისტური ნაციონალისტური საზოგადოების ხელმძღვანელმა, მოჰან ბჰაგვატმა ინდოეთის მთავრობას მოუწოდა, რომ კრიპტოვალუტის რეგულაციების სისტემა მკაფიო გახადოს.

Asian News International–ის თანახმად, მოჰან ბჰაგვატმა ეს განცადება ინდუისტური დღესასწაულის, დუშერას აღსანიშნავ საღამოზე გააკეთა.

ციფრული ვალუტის აკრძალვის არაერთი ანგარიშის მიუხედავად, ჩანს, რომ დაინტერესებულ მხარეებს ბაზრის რეგულირებისთვის სისტემის შექმნა ურჩევნიათ.

კრიპტო ერთეულების კოალიციამ შეძლო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მათ სასარგებლოედ გამოტანილიყო, რომელმაც გააუქმა ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული წინა აკრძალვა, რომელიც ბანკებს კრიპტოვალუტის ბირჟების მომსახურეობაში ხელს უშლიდა.

ბჰაგვატმა კომენტარები გააკეთა იმ ფონზე, როდესაც ინდოეთში კრიპტოვალუტის პოპულარობა იზრდება. ციფრული ვალუტის მიმართ საზოგადოების ინტერესს შესაძლო აკრძალვის არაერთი შეტყობინებაც ვერ აფერხებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ცნობილი გახდა ინდური კრიპტოვალუტის ბირჟების სარეკლამო კამპანიის შესახებ. ბირჟები მიზნობრივ სარეკლამო კამპანიებს სადღესასწაულო სეზონისთვის ამზადებდნენ.

თუმცა, ასეთ შინაარსის რეკლამებში დიდი ალბათობით, ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ რისკებზე არაფერი იქნება ნათქვამი. ეს კი რეგულაციის უხეში დარღვევა იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი