ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითარამანმა სცადა ინდოეთის კრიპტო მომხმარებლები დაეიმედებინა.
India Today-სთან ინტერვიუში, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო არ გეგმავს ინდოეთში იმ ინოვაციის ჩახშობას, რომელიც ბიტკოინთან და Blockchain ტექნოლოგიასთან არის დაკავშირებული.
ამჟამად, საზოგადოება ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინშია.
”ჩვენი მხრივ, კარგად გვესმის, რომ არ ვწყვეტთ ბიტკოინის, Blockchain-ისა და ზოგადად კრიპტოვალუტის მიღების საკითხს ბოლომდე. ის დაკავშირებულია იმ ექსპერიმენტებზე, რომლებიც მიმდინარეობს. სწორედ მათ წარმატებით დასრულებაზე იქნება დამოკიდებული მიღება. მანამდე კი, მოსახლეობისათვს რესურსს ხელმისაწვდომს გავხდით, რათა მიმდინარე პროცესებზე ყველას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია”,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ნირმალა სიტარამანმა ისიც თქვა, რომ სამინისტრო კრიპტოვალუტის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე ეტაპს ასრულებს. თუმცა ინდოეთი განაგრძობს ოფიციალური პოზიციის ფორმირებას, რომელიც ციფრული ვალუტის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ციფრული ვალუტების შესახებ პოზიციის ჩამოყალიბება სურს.