ხუთი თვის შემდეგ, რაც ინდოეთის სასამართლოებმა კრიპტოვალუტაზე აკრძალვა გააუქმა, ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მთავრობა განიხილავს ახალ კანონს, რომელიც ციფრული ვალუტის სრულად აკრძალვას ითვალისწინებს.
ინდოეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორი სამინისტრო და ინდოეთის სარეზერვო ბანკი აქტიურად მუშაობენ იურიდიული დებულების შემუშავებაზე, რათა კრიპტოვალუტის გამოყენება აიკრძალოს.
4 აგვისტოს ინდოეთის ახალი ამბების ვებსაიტის Moneycontrol-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლება ახალი კანონის მისაღებად ემზადება.
ტექსტში ციტირებულია ოფიციალური ანონიმი პირის მიერ ნათქვამი, რომ კონსულტაციები ელექტრონიკის სამინისტროსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, კანონის და იუსტიციის სამინისტროსა და ინდოეთის სარეზერვო ბანკს შორის უკვე დაიწყო.
”მას შემდეგ, რაც პარლამენტი განაახლებს სხდომას, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ [კანონი] რატიფიცირდება”, – აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.
პარლამენტი კი სხდომების გამართვას აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერის დასაწყისში დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟის, CoinSwitch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეშიშ სინგალმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მთავრობის შანსები ციფრული ვალუტის აკრძალვის შესახებ არცთუ მაღალია.