ინდოეთის მთავრობა: კრიპტოვალუტამ რუპიას შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას

0
2004

ინდოეთის მთავრობამ შეშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, რომ კრიპტოვალუტამ შესაძლოა, რუპიას ფუნქციები შეითავსოს. ეს კი მაშინ მოხდება, როცა ციფრული ვალუტით გადახდის სისტემა დასაშვები გახდება.

“თუ ბიტკოინი და სხვა ციფრული ვალუტები გამოყენებულ იქნება გადასახადებისთვის მაშინ ეს გამოიწვევს დესტაბილიზაციას”,-განაცხადა ხელისუფლების წარმომადგენელმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიპტოვალუტის საერთო გავლენა საფინანსო ეკოსისტემაზე ჯერ კიდევ გაურკვეველია. მთავრობა კი ამას გამოწვევად მიიჩნევს. ეს არის საკითხი, რომელშიც ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი ბოლომდე დარწმუნებული უნდა იყოს.

ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ადგილობრივი გამოცემა აღნიშნავს, რომ გასულ წელს, მარტში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა. მაშინ საბანკო გიგანტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ კრიპტოვალუტაზე უნდა გააგრძელოს ფართო მონიტორინგი.

თუმცა განხადებაში ისიც იყო აღნიშნული, რომ ინდოეთისა თუ სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გაცემული ციფრული ვალუტა შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობისთვის რისკ-ფაქტორი ყოფილიყო.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ინდოეთის მთავრობა კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით არ გამოირჩევა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი