ვენესუელაში კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებ ახალი კანონი მიიღეს

0
1911

ახალი კანონი, რომელიც ვენესუელაში კრიპტოვალუტისთვის ლეგალურ სტატუსს ადგენს ოფიციალურად ძალაში 31 იანვარს შევიდა.

მაინერების, კრიპტო მეწარმეებისა და რეგულარული მოვაჭრეების წესები თავდაპირველად დამფუძნებელი ეროვნული ასამბლეის მიერ 2017 წლის ნოემბერში დამტკიცდა.

დოკუმენტი სახელწოდებით “კრიპტო აქტივის ინტეგრირებული სისტემის შესახებ დამტკიცებული ბრძანება” შეიცავს 63 თავს. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში განმარტებულია ძირითადი კრიპტო ტერმინები მაგალითად, როგორიცაა: კრიპტო აქტივი, მაინინგი, კრიპტოგრაფია, Blockchain ტექნოლოგია და ა.შ.

დოკუმენტში ასევე მოკლე განმარტებებია მოცემული ვენესუელაში გაცემული ნებისმიერი ციფრული ვალუტის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი კრიპტოვალუტის გამოშვება მარეგულირებლისგან უნდა იყოს ნებადართული.

დადგენილება ასევე განსაზღვრავს სავალდებულო ლიცენზირების სისტემას მაინინგისთვის და კრიპტობირჟებისთვის.

კანონპროექტი უფლებამოსილებას ანიჭებს ეროვნული კრიპტოვალუტის მაკონტროლებელ ორგანოს, რომელიც 2018 წელს შეიქმნა. უწყება ვალდებულია შეამოწმოს მთლიანად ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული კომერციული საქმიანობა ქვეყანაში.

ამასთანავე, მე-11 მუხლის თანახმად, ორგანომ მონიტორინგი უნდა გაუწიოს მაინერებს, კრიპტობირჟებს და ნებისმიერ სხვა ფინანსურ მომსახურებას, რომელიც ვენესუელის კრიპტოვალუტის ბაზარზე მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი