მრავალმილიონიანი Blockchain სტარტაპის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა

    Blockchain-ის მარკეტინგული პლატფორმის Atlas Protocol-ის საცდელი საინვესტიციო პერიოდი დასრულდა. პროექტში რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია SoftBank China Venture Capital-მა დააბანდა.

    საინვესტიციო თანხა ჯერ გამჟღავნებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ პროექტში ასევე მონაწილეობდნენ Baidu Ventures-ი, Danhua Capital-ი და Fenbushi Digital-ი.

    Blockchain-ის Atlas Protocol-ის ჩამოყალიბებაში რამდენიმე ინჟინერი მონაწილეობდა, მათ შორის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი რონგიუ გუ და Jide Technology-ის თანადამფუძნებელი და Google Adwords- ის “პირველი ინჟინერი” ჯერემი ზაო.

    Blockchain-ის Atlas Protocol-ის მიზანია Blockchain-ის ეკოსისტემის განვითარება. ჯგუფი, რომელიც მუშაობს აღნიშნულ პროექტზე აპრილში ჩამოყალიბდა.

    უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფი ძირითადად Google-ის ყოფილი თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც განსაკუთრებულად არიან დაინტერესებულნი Blockchain ტექნოლოგიით.

    შეგახსენებთ, რომ ივნისში, ჩინურმა ინტერნეტ გიგანტმა Baidu-მ განაცხადა, რომ საკუთარ Blockchain-ის პროტოკოლს ქმნიდა, რომლის მიზანიც მაინინგის პროცესში ელექტროენერგიის შემცირებას წარმოადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *