ინდოეთის Digibank-მა კრიპტოვალუტასთან კავშირის გამო ანგარიშები დახურა

0
2053

ინდოეთის პირველმა ციფრულმა ბანკმა, Digibank-მა ანგარიშები დახურა. ანგარიშების დახურვის სავარაუდო მიზეზი ბანკის კრიპტოვალუტასთან კავშირი არის.

ამ ფაქტის შესახებ Twitter-ის მომხმარებელმა Indian CryptoGirl-მა პრეტენზია გამოთქვა. რამდენიმე დღის წინ მომხმარებელი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდა Kotak Mahindra Bank-ის კრიპტოვალუტის მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

ნათელია, რომ ორივე ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განაპირობა ცენტრალური ბანკის პოლიტიკამ, რომელიც ბანკებს ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას უკრძალავს.

“მე ვიყავი Digibank-ის მომხმარებელი ერთი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მე რეგულარულად ვიყენებდი Kotak Mahindra Bank-ს კრიპტოვალუტებით ტრანზაქციებისთვის, Digibank-ი მხოლოდ 7-ჯერ გამოვიყენე. 14 იანვარს კი Twitter-ზე მრავალი ადამიანისგან შეტყობინება მივიღე Digibank-ის ანგარიშების დახურვის შესახებ”,- Twitter-ზე დაწერა Indian CryptoGirl-მა.

ანგარიშების დახურვასთან დაკავშირებით კი Digibank-მა განაცხადა:

“ინდოეთის სარეზერვო ბანკმა გააფრთხილა საზოგადოება ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული რისკების შესახებ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ელ-ფოსტიც მომხმარებლები გავაფრთხილეთ. გაფრთხილება შეეხებოდა საკითხს, როდესაც მომხმარებლებს ბანკის ანგარიში და სადებეტო ბარათი სავაჭროდ ან რაიმე სახის გარიგებებისთვის არ უნდა გამოეყენებინათ”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი