ინდოეთის სარეზერვო ბანკი კრიპტოვალუტის მიმართ კვლავ კრიტიკულად არის განწყობილი

0
812

ინდოეთის სარეზერვო ბანკმა (RBI), ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ, თავის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში, კრიპტოვალუტებისადმი თავის სკეპტიციზმს ისევ გაუსვა ხაზი და განაცხადა:

“ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჰორიზონტზე გაჩენილი რისკები. კრიპტოვალუტები აშკარა საფრთხეა. ყველაფერი, რაც ფასეულობას იძენს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მხოლოდ სპეკულაციაა, დახვეწილი სახელით”,- აღნიშნულია განცხადებაში.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტები გამიზნულია ფინანსური სისტემისა და მისი კონტროლის გვერდის ასავლელად, მათ შორის იგულისხმევა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმთან ბრძოლის მექანიზმები.

გასული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, RBI-ს დამოკიდებულება არ შეცვლია. ანგარიშში ასევე ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ციფრული ვალუტები დროთა განმავლობაში ხშირად იწვევს არასტაბილურობას და ფულის მიწოდებაზე სუვერენულ კონტროლს უთხრის ძირს.

თუმცა მიუხედავად ამ მკაცრი განცხადებებისა, ირონიულია, რომ კრიპტოვალუტები RBI-ის რისკის დღის წესრიგში დგას.

სისტემური რისკების კვლევის საფუძველზე, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გლობალური ზრდის წინააღმდეგობა, საქონლის ფასების ზრდა და გეოპოლიტიკური დაძაბულობა განიხილებოდა, როგორც მაღალი ზემოქმედების მოვლენები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას გლობალური ფინანსური სისტემის მთლიანობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი