NFT-ი პლატფორმამ B სერიის დაფინანსების რაუნდი დაასრულა

0
691

პოპულარულმა NFT-ის პლატფორმა Magic Eden-მა, რომელიც Solana-ს Blockchain-ზეა დაფუძნებული. კომპანიამ 24 საათიანი ვაჭრობის შემდეფ, თავისი B სერიის დაფინანსების რაუნდის დახურვის შესახებ განაცხადა.

ამ მცირე დროში მათ მოახერხეს და მოიზიდეს 130 მილიონი დოლარი. დაფინანსების რაუნდს ხელმძღვანელობდნენ ისეთი ინვესტორები, როგორებიცაა Electric Capital-ი, Greylock-ი, Lightspeed Venture Partners-ი, Paradigm და Sequoia Capital-ი. რაუნდის დასრულების შემდეგ კომპანიის სავარაუდო ღირებულებამ 1,6 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ახალი კაპიტალი გამოყენებული იქნება კომპანიის პირველადი და მეორადი ბაზრების გაფართოებისთვის, მრავალჯაჭვის შესაძლებლობების შესასწავლად, ახალი დაქირავების დასაშვებად და კვლევებსა და განვითარებაში გამოსაყენებლად.

2021 წლის სექტემბერში დაარსების დღიდან, ბაზარი ახლა იღებს საშუალოდ 22 მილიონ უნიკალურ ყოველთვიურ სესიას და ყოველდღიურად 40,000-ზე მეტ NFT-ს ანთავსებს თავის პლატფორმაზე.

შეგახსენებთ, რომ Magic Eden’s Launchpad-მა დღემდე 250-ზე მეტი პროექტი შეასრულა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი