ილინოისის შტატის უნივერსიტეტის სტუდენტები კრიპტოვალუტის შესახებ ლექციების კურსს ითხოვენ

0
2114

ილინოისის უნივერსიტეტის ფინანსების, ბიზნესისა და კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტები მოითხოვენ უფრო მეტის სწავლას ბიტკოინსა და იმ ტექნოლოგიის შესახებ, რომელზეც კრიპტოვალუტა დგას.

სტუდენტების აზრით, დღეს კრიპტოვალუტა საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, ისინი დაჟინებით ითხოვენ, რომ აკადემიურ დონეზე ხდებოდეს ციფრული ვალუტის შესწავლა.

ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტმა გადაწყვიტა, რომ სტუდენტებს ამ ზაფხულს Blockchain-ის შესახებ ლექციები შესთავაზოს.

“სტუდენტებს სურთ ბიტკოინის შესახებ მეტი ინფორმციის მიღება. მათმა მეგობრებმა, რომლებმაც სამი წლის წინ ინვესტიცია კრიპტოვალუტაში დააბანდეს, დღეს მილიონრები არიან. მშობლებმა კი უთხრეს, რომ ეს ტიტების ბუშტის მსგავსი ფენომენია”,- ამბობს პროფესორი გიბ ბასეტი. ის სტუდენტების თხოვნით, ამ თვეში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ლექციას ჩაატარებს.

რაც შეეხება გამოთქმას “ტიტების ბუშტი”, იგულისხმება მე-17 საუკუნის ჰოლანდიაში მომხდარი ისტორია, როდესაც ადამინები ტიტების ბოლქვების დასაუფლებლად სახლებსაც კი ყიდდნენ. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ “ტიტების ციებ-ცხელება” განელდა, ხოლო ფაქტი ისტორიაში პირველი “ეკონომიკური ბუშტის” სახელით შევიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტით სტუდენტების დაინტერესება გასულ წელს დაიწყო.

“2017 წელს წინა წლებთან შედარებით, მკვეთრად შეიცვალა მდგომარეობა, რადგან აღმოჩნდა, რომ სტუდენტების 50% -ზე მეტი კრიპტოვალუტით იყო გატაცებული. დღეს კი, ეს არის დასტური იმისა, რომ კრიპტოვალუტის შესახებ ახალი კურსი უნდა შეიქმნას”,- განაცხადა ილინოისის “ჩრდილო-დასავლეთ უნივერსიტეტის” ასოცირებულმა პროფესორმა სარიტ მარკოვიჩმა.

ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის ასისტენტ-პროფესორი ენდრიუ მილერი “ჭკვიანი კონტრაქტების” შესახებ ლექციების კურსს უძღვება. “კურსზე ჩარიცხვის პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა. ვფიქრობ, სტუდენტები აცნობიერებენ, რომ ეს არის ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების სამყაროში შესვლა”,- აღნიშნა ენდრიუ მილერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი