საჯაროდ გამოქვეყნებულ საკონსულტაციო განცხადებაში, იაპონიის ეროვნული პოლიციისა (NPA) და ფინანსური სერვისების სააგენტოებმა (FSA), ქვეყნის კრიპტოვალუტების ბიზნეს ჯგუფებს გაფრთხილება გაუგზავნა და სთხოვა, განსაკუთრებით ფხიზლად იყვნენ ჰაკერული ფიშინგის შეტევების მიმართ.
განცხადების თანახმად, ჩრდილოეთ კორეული ჰაკერული დაჯგუფება Lazarus-ი ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში იაპონიაში განხორცილეებული მსხვილი ჰაკერული შეტევების ავტორია, რომლის დროსაც მილიონობით დოლარის ზარალი მიადგა ბიზნეს სექტორს.
საკონსულტაციო განცხადება ცნობილია, როგორც საჯარო ატრიბუცია. ადგილობრივი ცნობების თანახმად, ისტორიაში მეხუთე შემთხვევაა, როცა მთავრობა მსგავს გაფრთხილებას ავრცელებს.
განცხადებაში დაწვრილებითაა განმარტებული ერთეული შემთხვევები, როგორიცაა ფიშინგი. ასევე ჰაკერული დაჯგუფება კრიპტო ორგანიზაციების უფროსების იმიტაციას მიმართავენ, რათა იმ ადამიანების დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს მისი სახელით გაუგზავნონ „მავნე ბმულები“ და მოტყუებით შეაღწიონ დაცულ სერვერებზე.
განცხადების თანახმად, ფიშინგი იყო ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერების მიერ გამოყენებული თავდასხმის მეთოდი.